დარჩა ვინმე? - 20 გუნდი, რომლის სახელს მთელი სეზონის მანძილზე კვარაცხელიას უკავშირებდნენ
მომავალი ზაფხულის ყველაზე აქტუალური და მოსალოდნელი ქართული ტრანსფერი უდავოდ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინიდან" წასვლა იქნება.
ისმის მარადიული კითხვა - სად გადავა ქართველი შემტევი? გასული წლის შემოდგომიდან დღემდე, მისი სახელი 20 ევროპულ კლუბს დაუკავშირეს.
"წითელ-მწვანეები" მთელი სეზონის განმავლობაში გამორიცხავდნენ თავიანთი ვინგერის წასვლას, თუმცა სეზონის ბოლოსკენ კლუბმა აღიარა, რომ მოთამაშის შენარჩუნება არ იქნება მარტივი.
ამის გარდა, ცეცხლზე ნავთი დაასხა 20-წლის გარემარბის მამამ, ბადრიმ, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი "ქვებს" აუცილებლად დატოვებდა.
კვარაცხელია უფროსმა მოგვიანებით აღნიშნული ინფორმაცია გამორიცხა, თუმცა ფეხბურთის გულშემტკივრებს არ ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომერი ხვაგან გადავა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ იმ 20 გუნდს, რომლის სახელს მთელი სეზონის განმავლობაში კვარაცხელიას უკავშირებდნენ. აქვე დავამატებთ, "რუბინი" ქართველს 30 მილიონად აფასებს.
ესპანეთის ლა ლიგა - სევილია
ინგლისის პრემიერ ლიგა - ევერტონი, ლიდსი
იტალიის სერია ა - იუვენტუსი, ინტერი, მილანი, ნაპოლი, ატალანტა, ლაციო, სასუოლო, უდინეზე, ტორინო
გერმანიის ბუნდესლიგა - ბაიერნი, დორტმუნდი, გლადბახი
საფრანგეთის ლიგა 1 - მონაკო
ჰოლანდიის ერედივიზიონი - აიაქსი
რუსეთის პრემიერ ლიგა - ზენიტი
თურქეთის სუპერ ლიგა - გალათასარაი
საბერძნეთის სუპერ ლიგა - ოლიმპიაკოსი
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებულ მწვრთნელთან? - რუსული პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს
ხვიჩას მამის მოულოდნელი განცხადება: "რუბინიდან წასვლის აუცილებლობა არ არის"