ავტორიზაცია

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებულ მწვრთნელთან? - რუსული პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებულ მწვრთნელთან? - რუსული პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს
თარიღი 21 მაი 2021, 13:27

როგორც ჩანს, "ლიდს იუნაიტედი" არ არის პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება.

РБ Спорт-ს თუ დავუჯერებთ, "თეთრების" გარდა, ეპლ-იდან ქართველ შემტევს "ევერტონიც" საკმაოდ აქტიურად აკვირდება.

იგივე წყაროს ინფორმაციით, ლივერპულელები ყაზანის "რუბინის" ვინგერისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტებიც კი არიან.

შეგახსენებთ, 20-წლის გარემარბის სახელი უკვე დაუკავშირეს მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერსა" და სხვებს.

"წითელ მწვანეები" თავიანთ 21-ე ნომერს აფასებენ 25-30 მილიონ ევროდ, თავდაპირველად კი 15 მილიონზე მიდიოდა საუბარი.

რაც შეეხებათ "ლურჯებს", ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებული 37 ტურის შემდეგ, ეს გუნდი 59 ქულით მერვე ადგილზეა.

აქვე დავამატებთ, "ირისების" მთავარი მწვრთნელი არის კარლო ანჩელოტი, რომელმაც თავის სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო 3-ჯერ: 2-ჯერ "მილანთან", ერთხელ კი მადრიდის "რეალთან" ერთად.

"ის და კვარაცხელია საოცნებო დუეტს შექმნიან", - ბრიტანული პრესა კვლავ ხვიჩას შესახებ წერს

ზიდანი, გვარდიოლა, კლოპი, სიმეონე, მოურინიო, ანჩელოტი - რა აქვთ საერთო ამ 6 მწვრთნელს ერთმანეთთან?