ავტორიზაცია

ხვიჩას მამის მოულოდნელი განცხადება: "რუბინიდან წასვლის აუცილებლობა არ არის"

ხვიჩას მამის მოულოდნელი განცხადება: "რუბინიდან წასვლის აუცილებლობა არ არის"
თარიღი 22 May 2021, 11:18

ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრიმ, ნობელ არუსტამიანის ტელეგრამ-არხთან საუბარში თავისი შვილის მომავლის შესახებ განცხადება გააკეთა:

"ჩემი და მამუკას ოცნება არის ხვიჩას დიდ ევროპულ გუნდში ხილვა. ამის შესახებ ვსაუბრობ როგორც ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა.

ჯუღელი ამ საკითხზე მუშაობს და ცნობისთვის, ჩემი შვილის კარიერა მის ხელში 12 წლიდან არის. ამასთან ერთად, არავითარი ულტიმატუმი არ არსებობს.

იმის თქმა მინდა, რომ არ არსებობს რუბინიდან წასვლის აუცილებლობა, რაც შეიძლება მალე, თანაც ხვიჩას ამ გუნდთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

ჩემი შვილი ყაზანში პროგრესირებს, ისინი ერთად გავიდნენ ევროთასებზე - მიღწეულით კმაყოფილი ვარ. ქართულმა მედიამ ჩემი სიტყვები ხვიჩას ტრანსფერის თაობაზე არასწორად გაიგო".

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, კვარაცხელია-უფროსმა განაცხადა, რომ მისი შვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "წითელ-მწვანეებს" 100%-ით დატოვებდა.

ქართველი შემტევის სახელს სხვადასხვა დროს უკავშირებდნენ მიუნხენის "ბაიერნს", ტურინის "იუვენტუსს", მილანის "ინტერსა" და სხვებს.

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 3-გზის გამარჯვებულ მწვრთნელთან? - რუსული პრესა კვლავ ხვიჩაზე წერს

"ჩვენი ლიგის ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, რომელსაც რუბინი ვერ დააკავებს", - ხვიჩა წამსვლელებს შორის