"ჩვენი ლიგის ყველაზე პერსპექტიული მოთამაშე, რომელსაც რუბინი ვერ დააკავებს", - ხვიჩა წამსვლელებს შორის
ახალი ამბავი არ არის, რომ ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ-კლუბებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშეა.
Sports.ru-ზე წააწყდებით საინტერესო სიახლეს რუსეთის პრემიერ ლიგიდან პოტენციური წამსვლელების შესახებ და ცხადია, მათ რიცხვში ქართველი ვინგერიც არის.
"კვარაცხელია არის რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, რომლის დაკავებას რუბინი ვერ მოახერხებს.
მისმა საოცარმა დრიბლინგმა და დაყენებულმა დარტყმამ ბაიერნისა და იუვენტუსის ყურადღებაც კი მიიქცია. ქართველი შემტევი თავისი გუნდის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.
პრეტენდენტები - ბაიერნი, იუვენტუსი, ინტერი, დორტმუნდი, სევილია, ნაპოლი, ატალანტა, აიაქსი ლიდსი და ბევრი სხვა.
Transfermarkt-ი მას აფასებს 15 მილიონ ევროდ, ყაზანელები კი ხვიჩას სანაცვლოდ ხსენებულ თანხაზე ორჯერ მეტს ითხოვენ".
შეგახსენებთ, "წითელ-მწვანეების" გარემარბის მამამ, ბადრიმ დაადასტურა, რომ მისი შვილი ამ ზაფხულ გუნდს აუცილებლად გამოიცვლის.
"ის და კვარაცხელია საოცნებო დუეტს შექმნიან", - ბრიტანული პრესა კვლავ ხვიჩას შესახებ წერს