ავტორიზაცია

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში სევილიას ერთ-ერთი გრანდი ეცილება - ესპანური პრესა

კვარაცხელიასთვის ბრძოლაში სევილიას ერთ-ერთი გრანდი ეცილება - ესპანური პრესა
თარიღი 25 May 2021, 18:05

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინიდან" წასვლა უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

Todofichajes.com-ის ინფორმაციით, ქართველი შემტევისთვის ბრძოლაში ფავორიტი არის ორი კლუბი - ტურინის "იუვენტუსი" და "სევილია".

ანდალუსიურმა კლუბმა რუსებს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა, მოლაპარაკეკების პროცესში პირადად რამონ მონჩი მონაწილეობდა.

"ბებერ ქალბატონს" თავის მხრივ გააჩნია გარკვეული ფინანსური უპირატესობა და "დალაქებისგან" განსხვავებით, იტალიელებს "წითელ-მწვანეების" ვინგერის ფასი არ აფრთხობთ.

როგორც ცნობილია, "რუბინმა" თავისი 20-წლის გარემარბის სანაცვლოდ ევროპული კლუბებისგან 30 მილიონი ევრო მოითხოვა.

ყაზანში არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კლუბს თავისი 21-ე ნომრის შენარჩუნება გაუჭირდება.

რაც შეეხება თავად კვარაცხელიას პოზიციას, მას რუსეთის დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

"კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია", - რუბინის მეკარე

ხვიჩას მამის მოულოდნელი განცხადება: "რუბინიდან წასვლის აუცილებლობა არ არის"