ავტორიზაცია

იუვენტუსი ან ბარსელონა — როდის გააკეთებს არჩევანს დონარუმა?

იუვენტუსი ან ბარსელონა — როდის გააკეთებს არჩევანს დონარუმა?
თარიღი 27 მაი 2021, 19:38

ცნობილი გახდა, თუ როდის გაირკვევა ის კლუბი, სადაც "მილანის" გოლკიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა კარიერას გააგრძელებს.

მოგეხსენებათ, გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 22 წლის კიპერი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, ჯიჯი ამ კვირაში გააკეთებს არჩევანს და ახალ გუნდში გადავა. 

გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, დონარუმა ტურინის "იუვენტუსს" ან კატალონიის "ბარსელონას" შეუერთდეს.

ზემოთნახსენები კლუბები მზად არიან "როსონერის" კარის დარაჯს გრძელვადიანი კონტრაქტი შესთავაზონ, კარგი ხელფასით.

2020/21 წლების სეზონში დონარუმამ "მილანის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი გაუშვა, საკუთარი კარი კი მშრალად 15-ჯერ შეინახა.

ოფიციალურად: დონარუმა მილანს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს