ავტორიზაცია

ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია — ფაბრიციო რომანო

ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია — ფაბრიციო რომანო
თარიღი 27 May 2021, 22:42

"ინტერის" მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი გახდება, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

თავის მხრივ, 45 წლის იტალიელმა სპეციალისტმა "ლაციოს" თავკაცის თანამდებობა ოფიციალურად დატოვა.

რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს და უახლოეს პერიოდში კონტრაქტსაც გააფორმებენ. შეთანხმება ოფიციალურად უახლოეს საათებში დადასტურდება.

2020/21 წლების სეზონში "ლაციომ" სერია ა-ში მე-6 ადგილი დაიკავა, "ინტერი" კი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ჩემპიონი გახდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან წავიდა.

ინტერიდან წასვლა ახლოვდება — AS-მა კონტე ახალ კლუბს უკვე დაუკავშირა