"გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა", - რატომ გაუწყვიტა Nike-მა ნეიმარს სარფიანი კონტრაქტი?

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო კომპანია Nike-თან სარფიანი სპონსორული კონტრაქტი დაკარგა.
"ჩვენმა კომპანიამ ურთიერთობა დაასრულა სპორტსმენთან, რადგან ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ არასათანადო საქციელთან დაკავშირებული საქმის გამოძიებასთან კეთილსინდისიერ თანამშრომლობაზე უარი განაცხადა", - ციტირებს Nike-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ჰილარი კრეინის სიტყვებს The Wall Street Journal.
როგორც The Wall Street Journal-ი იტყობინება, 2016 წელს, Nike-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ ნეიმარმა ერთ-ერთ სარეკლამო აქციაზე მუშაობის დროს აიძულა მასთან ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა. ამის შემდეგ, კომპანიამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო.
Nike-მა ნეიმარს ხელშეკრულება ცალმხრივად განმარტების გარეშე 2020 წლის აგვისტოში გაუწყვიტა.
სკანდალი ბრაზილიაში — ლგბტ აქტივისტი ნეიმარს შეიარაღებული ძარცვის ორგანიზებაში სდებს ბრალს