ავტორიზაცია

ლაპორტა: "მომავალ კვირაში ბარსელონა ახალი ფეხბურთელების დამატებას დაადასტურებს"

ლაპორტა: "მომავალ კვირაში ბარსელონა ახალი ფეხბურთელების დამატებას დაადასტურებს"
თარიღი 28 May 2021, 19:56

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან შეხვედრაზე ისაუბრა.

გარდა ამისა, კატალონიური გრანდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში ახალ ტრანსფერებს დაადასტურებს.

"მესის კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებში ვპროგრესირებთ, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი გაფორმებულა და გადაწყვეტილა. მესის "ბარსელონაში" დარჩენა უნდა, კლუბი უყვარს. მომდევნო კვირაში რონალდ კუმანს შევხვდებით და გუნდში მის მომავალს განვიხილავთ. აგრეთვე, მომავალ კვირაში ახალი ფეხბურთელების დამატებას დავადასტურებთ", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა 33 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში "ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგას კი 1/8 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, მაგრამ კოპა დელ რეი მოიგო.

ლაპორტა: "სუპერლიგა? ჯარიმას არ გადავიხდით - თუ საჭირო გახდა, სასამართლოში წავალთ და საქმესაც მოვიგებთ"