ავტორიზაცია

ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — სად გადავა კოუტინიო?

ბარსელონადან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია — სად გადავა კოუტინიო?
თარიღი 28 მაი 2021, 21:14

დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო ზაფხულში კლუბიდან წავა.

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

აქამდე, 28 წლის ბრაზილიელისადმი "არსენალის" ინტერესზე არაერთხელ დაიწერა, თუმცა ლონდონელები მის დამატებას აღარ გეგმავენ.

მიუხედავად ამისა, კოუტინიოს გადაბირებისთვის მზად არის "ევერტონი" - "კანფეტები" 40 მილიონ ევროს ჩამოდიან.

2018 წელს, "ბარსელონამ" სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი "ლივერპულიდან" 165 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა.

2020/21 წლების სეზონში კოუტინიომ ესპანეთის ჩემპიონატში 12 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.

ლაპორტა: "მომავალ კვირაში ბარსელონა ახალი ფეხბურთელების დამატებას დაადასტურებს"