ავტორიზაცია

ისე ახლოს, როგორც არასდროს — უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს!

ისე ახლოს, როგორც არასდროს — უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს!
თარიღი 28 მაი 2021, 22:45

უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს, იტყობინება The Times-ის ჟურნალისტი, მარტინ ზიგლერი.

ეს საკითხი დღეს, პარასკევს განიხილეს, უეფას კლუბების კონკურენციის კომიტეტის სხდომაზე.

როგორც აღინიშნება, ზემოთნახსენები კომიტეტის წევრებმა სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმება გადაწყვიტეს. ახლა კი, მმართველი კომიტეტის დასტურია საჭირო.

როგორც აპრილში დაიწერა, ამ წესის ნაწილობრივ გაუქმება იგეგმებოდა: მხოლოდ საპასუხო მატჩების დამატებით დროებში.

სტუმრად გატანილი გოლის წესი 56 წელიწადია მოქმედებს, მისი მიხედვით ევროთასების ორმატჩიანი დაპირისპირებისას თანაბარი ანგარიშის დროს მომდევნო ეტაპზე ის გუნდი გადის, რომელსაც სტუმრად უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი.

სხდომა ჩაინიშნა — უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს!