ავტორიზაცია

"ოთხთა ფინალი" ჩემპიონთა ლიგაზე — უეფას კომიტეტმა ტურნირში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა!

"ოთხთა ფინალი" ჩემპიონთა ლიგაზე — უეფას კომიტეტმა ტურნირში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა!
თარიღი 28 მაი 2021, 23:34

უეფა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩებისთვის ფორმატის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს, იტყობინება New York Times.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების ფინალის წინ, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" დაუპირისპირდებიან, ტურნირის ფლეი ოფის ფორმატის შეცვლის გეგმა წარადგინეს.

როგორც აღინიშნება, უეფას კლუბების კონკურენციის კომიტეტის წევრებმა ამ იდეას მხარი დაუჭირეს. ახლა კი, მმართველი კომიტეტის დასტურია საჭირო.

ასე და ამგვარად, "ჩემპიონთა კვირის" შემოღება იგეგმება - ორი ერთმატჩიანი ნახევარფინალი და ფინალი ერთ ქალაქში გაიმართება. ეს "ოთხთა ფინალის" ფორმატის ანალოგია, რომელიც საკალათბურთო ევროლიგაში გამოიყენება, მაგალითად.

აგრეთვე, "ჩემპიონთა კვირის" ეგიდით, იგეგმება კონცერტების ჩატარება და სხვა ღონისძიებები. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელ ქალაქში შესაძლოა უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალიც გაიმართოს და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მატჩიც.

აქამდე, უეფას წარმომადგენლებმა ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს, თუმცა, როგორც ხედავთ, საქმე სერიოზულადაა. აგრეთვე, აღინიშნება, რომ კლუბებთან საკითხი ჯერ არ განხილულა. იდეა მას შემდეგ წარმოიშვა, როცა ევროთასების ფორმატის შეცვლა კორონავირუსის პანდემიის გამო იძულებით გახდა შესაცვლელი და ფლეი ოფი ერთმატჩიანი ფორმატით გაიმართა. როგორც უეფაში ფიქრობენ, ერთმატჩიანი ნახევარფინალების აუდიტორია საკმაოდ დიდი იქნება იმისათვის, რათა ფორმატის ცვლილების გამო შეხვედრების რაოდენობის შემცირება აანაზღაუროს.

აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2024 წელს შევა, როცა ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით ჩატარდება - ჯგუფური ეტაპის გარეშე, ფლეი ოფის შვეიცარიული სისტემით.

ისე ახლოს, როგორც არასდროს — უეფამ შესაძლოა სტუმრად გატანილი გოლის წესი სრულად გააუქმოს!