ავტორიზაცია

პოგბას მიმართვა მანჩესტერის გულშემატკივრებს ევროპა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ

პოგბას მიმართვა მანჩესტერის გულშემატკივრებს ევროპა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ
თარიღი 29 მაი 2021, 10:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ევროპა ლიგის ფინალში "ვილიარეალთან" (1:1, 10:11 პენალტების სერიაში) მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.

"რამდენიმე დღე დამჭირდა ამ მატჩის დასავიწყებლად. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც თავაწეული წინ იყურება".

"მინდა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო. ამ მარცხის შემდეგ დავბრუნდებით და უფრო ძლიერები გავხდებით", - წერს პოგბა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ფინალური დაპირისპირება პოლონეთის ქალაქ გდანსკში, სტადიონ "ენერგა გდანსკზე" შედგა. პირველი ტაიმის 29-ე წუთზე, ესპანური გუნდი ხერარდ მორენომ დააწინაურა. მეორე ტაიმის სტარტზე, 55-ე წუთზე, ედინსონ კავანიმ წონასწორობა აღადგინა.

დამატებით დროში გუნდებს გოლი არ გაუტანიათ, პენალტების სერიაში კი იღბალი "ვილიარეალის" მხარეს იყო, რომელიც დავიდ დე ხეას გაფუჭებული თერთმეტმეტრიანით გაჩემპიონდა - 11:10.

"პოგბა რეალში თამაშზე უარს არ იტყვის", - რაიოლა