ავტორიზაცია

"მითხრა, გპირდებიო!" - რა საუბარი შედგა ოქრიაშვილსა და ანორთოსისის პრეზიდენტს შორის?

"მითხრა, გპირდებიო!" - რა საუბარი შედგა ოქრიაშვილსა და ანორთოსისის პრეზიდენტს შორის?
თარიღი 29 მაი 2021, 17:13

ანორთოსისის პრეზიდენტმა ევგენიოს ჰამბულასმა განაცხადა, რომ თუ თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსის ჩემპიონატში დარჩება, მხოლოდ ანორთოსისში ითამაშებს.

"თასის მოგებიდან მეორე დღეს თორნიკე ჩემს ოფისში მოვიდა, ვუთხარი, რომ გვინდოდა, დარჩენილიყო. მითხრა, რომ კვიპროსის 2 გუნდიდან აქვს შეთავაზება, თუმცა უცხოეთში წასვლა სურს.

ასევე მითხრა, რომელი უცხოური კლუბების წინადადებები აქვს და თანხები, რომლებსაც სთავაზობენ. სიმართლე გითხრათ, უცხოელთა წინადადებები ჩვენს რეალობას არ შეესაბამება, საკმაოდ მაღალია, თუმცა ვუთხარი, რომ თუ კვიპროსში დარჩენას გადაწყვეტს, პირველი ჩვენ მოგვცეს მასთან საუბარის უფლება და მითხრა, გპირდებიო," - ციტირებს პრეზიდენტ ჰამბულასის სიტყვებს Sigmalive.

თორნიკე ოქრიაშვილი ანორთოსისს 2019 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ფამაგუსტელთა მაისურით 2 წელი ითამაშა, 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ამჟამად Transfermarkt-ზე საქართველოს ნაკრების 29 წლის ნახევარმცველი 1 მილიონ ევროდაა შეფასებული. კვიპროსული გუნდების გარდა, ოქრიაშვილს წინადადებები თურქეთის, ჩინეთის და რუსეთის ჩემპიონატიდან აქვს.

ტრანსფერი მალე დაიხურება - საბა ლობჟანიძე ახალ გუნდს მიუახლოვდა

ტრანსფერი შეთანხმებულია - ქეცბაიამ ანორთოსისში ოქრიაშვილის შემცვლელიც მიიყვანა