როგორ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა ბრძოლა?
ჩემპიონთა ლიგის მორიგი სეზონი დასრულდა და მასთან ერთად, ცნობილი გახდა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც.
ყველაზე მეტი გოლი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელმა ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა, რომელსაც 8 მატჩში 10 გოლი დაუგროვდა. გერმანული გუნდი ტურნირს ¼-ფინალში, „მან.სიტისთან“ მარცხის შედეგად გამოეთიშა.
მეორე ადგილზე „პსჟ-ს“ ლიდერი კილიან მბაპე გავიდა, 10 მატჩში გატანილი 8 გოლით - პარიზელები ჩემპიონთა ლიგას 1/2-ფინალში, „სიტისთან“ მარცხით გამოეთიშნენ.
ათეული კი ასე გამოიყურება:
1 . ერლინგ ჰოლანდი (ბორუსია) – 8 მატჩი, 10 გოლი, 2 ასისტი
2. კილიან მბაპე (პსჟ) – 10 მატჩი, 8 გოლი, 3 ასისტი
3. ნეიმარი (პსჟ) – 9 მატჩი, 6 გოლი, 2 ასისტი
4. ალვარო მორატა (იუვენტუსი) – 8 მატჩი, 6 გოლი, 1 ასისტი
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 10 მატჩ, 6 გოლი, 1 ასისტი
6. ოლივიე ჟირუ (ჩელსი) – 8 მატჩი, 6 გოლი
7. იუსეფ ენ ნესირი (სევილია) – 8 მატჩი, 6 გოლი
8. მარკუს რაშფორდი (მან.იუნაიტედი) – 6 მატჩი, 6 გოლი
9. კარიმ ბენზემა (რეალი) – 10 მატჩი, 6 გოლი
10. ალესანე პლეა (გლადბახი) – 8 მატჩი, 5 გოლი, 3 ასისტი.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული ლონდონის „ჩელსი" გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში „სიტის" 1:0 მოუგო.