მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელი ისტორიაში - კანტეს მიღწევა, რომლის გამეორებაც ძალიან რთულია
„ჩელსის“ ნახევარმცველი, ნგოლო კანტე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კარიერაში პირველად გახდა.
საინტერესოა, რომ კანტე გახდა ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის, ინგლისის პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.
აქამდე, ეს ტიერი ანრის, ფაბიენ ბარტეზს, ჟულიანო ბელეტის, ჟერარ პიკეს და პედრო როდრიგესს ჰქონდათ გაკეთებული.
მსოფლიო ჩემპიონატი კანტემ 2018 წელს მოიგო, პრემიერ ლიგა კი 2016 და 2017-ში (ჩელსისთან და ლესტერთან ერთად).
აქვე იმასაც გეტყვით, რომ კანტე ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ შეხვედრაში (ორ ნახევარფინალში და ფინალში) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
„ჩელსის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, საბუკმეიკერო კომპანიებში ნგოლო კანტეს მიერ ოქროს ბურთის შესაძლო მოგებას კოეფიციენტი საგრძნობლად დაუვარდა - ამჟამად, ის 12.0-ს შეადგენს.
კანტეს სახელობის მატჩი - როგორი სტატისტიკით დაასრულა ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი?