კანტეს სახელობის მატჩი - როგორი სტატისტიკით დაასრულა ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი?
ისევე, როგორც „რეალთან“ გამართულ ორივე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში.
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში, რომელშიც ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 მოუგო, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონური გუნდის ფრანგი საყრდენი ნახევარმცველი, ნგოლო კანტე დასახელდა.
88% მოგებული ორთაბრძოლები
85% პასების სიზუსტე
3 წარმატებული შეტაკება 3-დან
2 წარმატებული დრიბლინგი
2 ჩაჭრა
2 განმუხტვა
ასეთი სტატისტიკით დაასრულა კანტემ ჩემპიონთა ლიგის ფინალში და დასახელდა მატჩს საუკეთესო ფეხბურთელად, ისევე, როგორც „რეალის“ წინააღმდეგ გამართულ ორ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში.
კარიერაში პირველად - ხოსეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა
დი მატეოს ისტორია განმეორდა - ლონდონის ჩელსი 2020/21-სეზონის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!