ავტორიზაცია

რამდენი მილიონი გამოიმუშავა ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?

რამდენი მილიონი გამოიმუშავა ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?
თარიღი 30 მაი 2021, 11:37

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „მანჩესტერ სიტის“ 1:0 მოუგო და 2012 წლის შემდეგ მოახერხა „ყურებიანი“ თასის აღმართვა.

ცნობილი გახდა ის ფინანსები, რომლითაც „ჩელსის“ ბიუჯეტი ამ გამარჯვებით შეივსო.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის, „ჩელსიმ“ 13.14 მილიონი ფუნტი მიიღო. უშუალოდ ჯგუფში თითო გამარჯვებას გუნდისთვის 2.32 მილიონი მოაქვს, ფრეს - 770 ათასი.

1/8-ფინალში გასულ გუნდს 8.16 მილიონი გირვანქა ეკუთვნის, მეოთხედფინალში - კიდევ 9, ნახევარფინალში 10.3 მილიონი, ფინალში გამარჯვებამ კი „ჩელსის“ 16 მილიონი ფუნტი მოუტანა.

ჯამში, ლონდონურმა კლუბმა 70 მილიონ გირვანქაზე ცოტათი ნაკლები გამოიმუშავა.

საინტერესოა, რომ ფინალისტმა „მანჩესტერ სიტიმ“ გამარჯვებულზე არც ისე ბევრით ნაკლები - 60 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა, გამომდინარე იქიდან, რომ გვარდიოლას გუნდმა ფინალამდე ჩატარებული 12 მატჩიდან 11 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

VIDEO: აბრამოვიჩის და შევჩენკოს რეაქცია ჰავერცის გოლზე

მერამდენე ტიტული მოიგო ჩელსიმ აბრამოვიჩის ერაში?