ავტორიზაცია

VIDEO: "სიმართლე გითხრათ ფეხებზე მკიდია, ჩვენ წყეული ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ", - ჰავერცი მატჩის შემდეგ

თარიღი 30 მაი 2021, 11:53

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, „ჩელსის“ ნახევარმცველს, კაი ჰავერცს, მისი სატრანსფერო ღირებულება კიდევ ერთხელ შეახსენეს.

ჟურნალისტი ჰავერცს ეუბნებოდა, რომ სავარაუდოდ, ამ გოლის შემდეგ მისი ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა, გერმანელმა მკვეთრად გაუსვა ხაზი, რომ ახლა ამით არ ინტერესდება.

„სიმართლე გითხრათ, ახლა ფეხებზე მკიდია! ჩვენ წყეული ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. არც ვიცი, რა ვთქვა. ამას დიდხანს ველოდი და ახლა მინდა ოჯახს, მშობლებს, ბაბუას და შეყვარებულს მადლობა გადავუხადო.

არ ვიცი, რა ვთქვა! 15 წლიდან ამაზე ვოცნებობდი და აი, ესეც მოხდა.“ - აღნიშნა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონურ კლუბს სეზონის სტარტზე ჰავერცის ტრანსფერი 80 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდა და ის გუნდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

„ჩელსიმ" ჩემპიონთა ლიგა 2012 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორედ მოიგო.
 

რამდენი მილიონი გამოიმუშავა ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის მოგებით?