ავტორიზაცია

რონალდუს სასურველი კლუბები უკვე შერჩეული ჰყავს — Cadena SER

რონალდუს სასურველი კლუბები უკვე შერჩეული ჰყავს — Cadena SER
თარიღი 30 May 2021, 19:53

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ ზაფხულში შეიძლება ტურინული გრანდი დატოვოს, იტყობინება Cadena SER.

36 წლის პორტუგალიელმა ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე უთხრა ახლობლებს, რომ თუ "ბებერი ქალბატონი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩებოდა, გუნდიდან წავიდოდა.

საბოლოო ჯამში, "ბიანკონერიმ" ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი, ანდრეა პირლო გაათავისუფლა და მასიმილიანო ალეგრი დანიშნა, რომელსაც პორტუგალიელი ფორვარდი არ სჭირდება, რის შესახებაც აქამდე არაერთხელ დაიწერა.

თავად ფეხბურთელიც არ არის სამუშაო ადგილის შეცვლის წინააღმდეგი და მისთვის პრიორიტეტული ვარიანტი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებაა. გარდა "ეშმაკუნებისა", განიხილება "რეალის" ვარიანტიც.

კლუბებისთვის ერთადერთი დაბრკოლება რონალდუს მაღალი ხელფასია, რომელიც წლიურად დაახლოებით 30 მილიონ ევროს შეადგენს.

"მოიშორე რონალდუ!", - სკანდალური ფრაზა, რომელიც ალეგრიმ იუვენტუსის პრეზიდენტს გუნდიდან წასვლის წინ უთხრა