"მაკელელესთან ერთად მითამაშია, კანტემ შოკში ჩამაგდო", - ჯო კოულმა საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
"ჩელსის" ექს-ფეხბურთელმა, ჯო კოულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) გამართულ მატჩში ლონდონელთა ნახევარმცველის, ნ'გოლო კანტეს თამაში შეაფასა.
"კანტე ბრწყინვალეა. მისი თამაშით შოკირებული ვარ. კლოდ მაკელელესთან ერთად ვთამაშობდი და ვფიქრობდი, რომ ამ პოზიციაზე საუკეთესო იყო, სანამ ეს ბიჭი არ ვნახე. მაკელელეა, მაგრამ დამატებითი უნარებით", - ციტირებს კოულის სიტყვებს BBC Sport.
მოგეხსენებათ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2020/21 წლების სეზონის გათამაშების ფინალური დაპირისპირების საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ 30 წლის ფრანგი დასახელდა.
კანტე "ჩელსის" ღირსებას 2016 წლის ზაფხულიდან იცავს და მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
Transfermarkt-ის ვერსიით, "არისტოკრატთა" ერთ-ერთი ლიდერის სატრანსფერო ფასი 55 მილიონ ევროს შეადგენს.
კანტე: "ვფიქრობ თუ არა ოქროს ბურთზე? არა, ჩემპიონთა ლიგის მოგებით ვტკბები"