ავტორიზაცია

კანტე: "ვფიქრობ თუ არა ოქროს ბურთზე? არა, ჩემპიონთა ლიგის მოგებით ვტკბები"

კანტე: "ვფიქრობ თუ არა ოქროს ბურთზე? არა, ჩემპიონთა ლიგის მოგებით ვტკბები"
თარიღი 30 May 2021, 13:15

„ჩელსის“ ნახევარმცველმა, ნგოლო კანტემ, ჩემპიონთა ლიგაზე მოგება შეაფასა.

„წარმოუდგენელია, უამრავი შრომა გავიღეთ. მთელი სეზონის მანძილზე მოთმინება გამოვიჩინეთ, რაც საამაყო და სასიხარულოა.

ჩვენი ჯილდო - მოგებაა. ეს უდიდესი შრომის და გუნდური მუშაობის შედეგია.

ოქროს ბურთი? არა, მასზე არ ვფიქრობ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგებით ვტკბებით, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატიც იქნება.“ - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.

„ჩელსის" მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ბუკმეიკერებში კანტეს მიერ ოქროს ბურთის მოგების კოეფიციენტი მკვეთრად დაეცა და ამჟამად, 12.0-ს შეადგენს.

მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელი ისტორიაში - კანტეს მიღწევა, რომლის გამეორებაც ძალიან რთულია

კანტეს სახელობის მატჩი - როგორი სტატისტიკით დაასრულა ფრანგმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი?