ავტორიზაცია

"ყველაფერი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული", - ობლაკი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა

"ყველაფერი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული", - ობლაკი საკუთარ მომავალზე ალაპარაკდა
თარიღი 30 მაი 2021, 22:41

"ატლეტიკოს" გოლკიპერ იან ობლაკის განცხადებით, არ ღელავს იმაზე, თუ რა იქნება ორი წლის შემდეგ, როცა მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურება.

"მომავლის დანახვა არ შემიძლია. ყველაფერი ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მაგალითად, ექნება თუ არა კლუბს ფეხბურთელების გაყიდვის საჭიროება", - ციტირებს ობლაკის სიტყვებს Marca.

"ატლეტიკოში" შვიდი წელია ვთამაშობ, აქ 300 მატჩზე მეტი მაქვს ჩატარებული. ლა ლიგის მოგების შემდეგ, მინდა სხვა არაფერზე ვიფიქრო. აქ ვარ, ბედნიერი ვარ", - დასძინა სლოვენიელმა.

ცნობისთვის, 28 წლის გოლკიპერი "როხიბლანკოს" ყველაზე მაღალანაზრაურებადი ფეხბურთელია, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა კი 120 მილიონ ევროს შეადგენს.

მესი თუ რონალდუ? - ობლაკმა არჩევანი გააკეთა