ავტორიზაცია

მესი თუ რონალდუ? - ობლაკმა არჩევანი გააკეთა

მესი თუ რონალდუ? - ობლაკმა არჩევანი გააკეთა
თარიღი 18 მაი 2021, 22:00

მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარემ, იან ობლაკმა, ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საბოლოო არჩევანი გააკეთა:

"ხშირად მიფიქრია იმის შესახებ, მესი უფრო ძლიერია თუ რონალდუ? ორივე ფეხბურთელი არის გამორჩეული და ეპოქალური.

ჩემი გემოვნებით პირველ ადგილს მივაკუთვნებ მაინც ლეოს, რადგან მიმაჩნია, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა.

არგენტინელი შემტევის შემდეგ კი დავაყენებ მის პორტუგალიელ მარადიულ მოწინააღმდეგეს, შემდეგ კი დანარჩენები.

დავაფასოთ ის ფაქტი, რომ ამ დიდებული ფეხბურთელების ეპოქაში ვცხოვრობთ", - განაცხადა სლოვენიელმა გოლკიპერმა.

მესიმ კამპ ნოუზე თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა? - ალბას კომენტარი

ბარსელონამ პედრი შვეულებაში ნაადრევად გაუშვა