ავტორიზაცია

მესიმ კამპ ნოუზე თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა? - ალბას კომენტარი

მესიმ კამპ ნოუზე თავისი ბოლო მატჩი ჩაატარა? - ალბას კომენტარი
თარიღი 17 მაი 2021, 10:06

"ბარსელონას" მარცხენა მცველმა, ხორდი ალბამ, ლიონელ მესის შესაძლო წასვლის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"სელტასთან შეხვედრაში მესი ბარსელონას ფეხბურთელის რანგში ბოლოჯერ ვიხილეთ? სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი.

კატეგორიულ განცხადებას ვერ გავაკეთებ, როგორც მის დარჩენის საკითხში, ისე, წასვლაშიც, თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ლეო დარჩება.

საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს თავად ის და მალე ყველა გავიგებთ არგენტინელი შემტევის პოზიციას", - განაცხადა კატალონიელმა.

შეგახსენებთ, ვიგოელებთან წაგებით, "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში ჩემპიონობის თეორიული შანსიც კი დაკარგა. "ლურჯ-ბროწეულისფრების" ბოლო მეტოქე "ეიბარი" იქნება.

"მესისა და მარადონას შორის არჩევანი უკვე გავაკეთე", - ლამი

ატლეტიკომ სასწაული მატჩი მოიგო, რეალმა ბილბაოს სძლია, ბარსელონა საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა