ავტორიზაცია

"ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები" - წიტაიშვილის პირველი კომენტარი

"ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები" - წიტაიშვილის პირველი კომენტარი
თარიღი 31 მაი 2021, 00:41

მოგეხსენებათ, დღეს გიორგი წიტაიშვილი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოფიციალურად მიიღო.

ამის შემდეგ კი ახალგაზრდა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი ყოველთვის მქონდა, ამის შესახებ მშობლები და ოჯახის წევრები ბევრს მესაუბრებოდნენ. პირველ რიგში კლუბში უნდა ვითამაშო მაღალ დონეზე, რათა ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დავიმსახურო, ჩემი მიზანი სწორედ ესაა.

ჯერ-ჯერობით ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, რადგან სეზონი დასრულდა და კლუბი ისვენებს. შეკრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები და შემეძლება გუნდთან ერთად სრულად დავიტვირთო. ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები, როდესაც საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავალ გუნდის წარმატებისთვის ბოლომდე დავიხარჯები."- თქვა წიტაიშვილმა.

გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი მიიღო

როდის და რომელ გუნდში ვიხილავთ წიტაიშვილს მოედანზე ახალი სეზონისთვის?