ავტორიზაცია

"იმედია, მალე ინანებ" - უკრაინელი ქომაგი წიტაიშვილის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა

"იმედია, მალე ინანებ" - უკრაინელი ქომაგი წიტაიშვილის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა
თარიღი 31 May 2021, 12:26

20 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

30 მაისს საქართველოს პასპორტი უკრაინული კიევის დინამოს ფეხბურთელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.

წიტაიშვილის ეს გადაწყვეტილება უკრაინელი ქომაგისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა და სოციალურ ქსელში შემდეგი კომენტარები დაუწერეს.

"მადლობა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ძალიან გული მწყდება, მაგრამ წარმატებებს გისურვებთ".

"სამწუხაროა, რომ უკრაინა შენი დონის მოთამაშეს კარგავს და ეროვნულ ნაკრებში ვერ გამოიყენებს".

"ვფიქრობ, ეს სწორია. შენმა გულმა გააკეთა სწორი არჩევანი და რეალურ სამშობლოში ითამაშებ".

"უკან გადადგმული ნაბიჯი გიორგი წიტაიშვილისთვის, რადგან ახლა ის ლეგიონერად ჩაითვლება და შესაძლოა სათამაშო დროსთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას".

"სიმართლე გითხრათ, მენანება ასეთი მოთამაშის დაკარგვა. მახსოვს მისი გოლი კორეას კარში და ვერ ვიჯერებ, როგორ გაუშვა უკრაინამ ასეთი მოთამაშე!".

"იმედი მაქვს, მალე ინანებ უკრაინის ნაკრებში თამაში რომ არ აირჩიე".

გიორგი წიტაიშვილმა მარტში ფეხი მოიტეხა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის, თუმცა 1 თვეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს და სექტემბრის სანაკრებო მატჩების დროს საქართველოს დახმარებაც შეეძლება.

VIDEO: გავიხსენოთ წიტაიშვილის ულამაზესი გოლი მუნდიალის ფინალში - ახალი ძალა ჩვენს ნაკრებში!

"ქართველ გულშემატკივარს ერთ რამეს ვპირდები" - წიტაიშვილის პირველი კომენტარი