"ალბათ, არ ვიმსახურებდით" - კობიაშვილი მაკედონიასთან ვერმოგებულ მატჩზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის რიგით XXXI ყრილობაზე ჩრდ.მაკედონიასთან წაგებული ფინალური მატჩი გაიხსენა და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა.
"იმედგაცრუებული ვართ. ეს ის ტკივილია, რომელიც ყოველთვის გაგვყვება და გვემახსოვრება, თუმცა მჯერა, ამის გამოსწორების შანსი მომავალში გვექნება. ზოგადად, არ მჯერა შემთხვევითობის. მჯერა იმის, რომ ალბათ, ჩვენ რაღაც ვერ გავაკეთეთ. ალბათ, არ ვიმსახურებდით, რომ მოგვეგო ის თამაში და შესაბამისად, თითოეული ჩვენანგანი - ჩვენ, ფეხბურთელები და გუნდის თითოეული წარმომადგენელი, უნდა ვიყოთ საკმაოდ თვითკრიტიკულები და დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: რა მოხდა, რატომ ვერ გავედით. რა შეცდომა დავუშვით. ეს მხოლოდ გაგვაძლიერებს და დარწმუნებული ვართ, ასეთი თამაშები კიდევ გვექნება", - განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად 1 მოგება აშორებდა, ფინალში კი ჩრდ.მაკედონია დინამო არენაზე უნდა დაგვემარცხებინა, თუმცა გორან პანდევის გოლით 0-1 დავმარცხდით.
"იმედია, მალე ინანებ" - უკრაინელი ქომაგი წიტაიშვილის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა