"ყველაფრისთვის მზად ვარ", - ლევანდოვსკის ორაზროვანი განცხადება საკუთარ მომავალზე
"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე განცხადება გააკეთა.
"ყველაფრისთვის მზად ვარ. "ბაიერნში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. მიუნხენი ბრწყინვალე ქალაქია, კლუბი საოცარია", - ამბობს პოლონელი სუპერვარსკვლავი.
"ყოველთვის მაინტერესებს ახალი ენის, ახალი კულტურის შესწავლა. მაგრამ იქნება თუ არა ეს ჩემი კარიერის განმავლობაში ან მის შემდეგ, არ ვიცი", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Canal+.
2020/21 წლების სეზონში 32 წლის თავდამსხმელმა ბუნდესლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და "ოქროს ბუცსაც" დაეუფლა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა ლევანდოვსკის მიუნხენურ გრანდთან 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.
"წლების განმავლობაში მწვერვალზე იყვნენ", - ლევანდოვსკიმ საკუთარი თავი რონალდუსა და მესის შეადარა