ავტორიზაცია

"ბევრი კლუბი იჩენდა ჩემდამი ინტერესს", - ალაბამ განმარტა, თუ რატომ აირჩია რეალი

"ბევრი კლუბი იჩენდა ჩემდამი ინტერესს", - ალაბამ განმარტა, თუ რატომ აირჩია რეალი
თარიღი 31 მაი 2021, 20:37

"რეალის" ახალწვეულმა, დავიდ ალაბამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა მადრიდულ კლუბში გადასვლა.

"ბევრი კლუბი იჩენდა ჩემდამი ინტერესს. ჩემს სიაში პირველი "რეალი" იყო. ეს კლუბი, "ბაიერნის" მსგავსად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, განსაკუთრებული ისტორიით. მინდა ეს წარმატებული ისტორია განვაგრძო".

"რეალი" ჩემი ცხოვრების ახალი თავია. მსურს განვვითარდე, როგორც პირადი, ისევე პროფესიონალური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ გადმოვედი მადრიდში", - ციტირებს ალაბას სიტყვებს Bild.

გასულ სეზონში 28 წლის ავსტრიელმა "ბაიერნის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ბლანკოსის" ახალწვეულის სატრანსფერო ფასი 55 მილიონ ევროს შეადგენს. "რეალთან" მან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

დავიდ ალაბას პირველი განცხადება რეალში გადასვლის შემდეგ