"ბევრი კლუბი იჩენდა ჩემდამი ინტერესს", - ალაბამ განმარტა, თუ რატომ აირჩია რეალი
"რეალის" ახალწვეულმა, დავიდ ალაბამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა მადრიდულ კლუბში გადასვლა.
"ბევრი კლუბი იჩენდა ჩემდამი ინტერესს. ჩემს სიაში პირველი "რეალი" იყო. ეს კლუბი, "ბაიერნის" მსგავსად, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია, განსაკუთრებული ისტორიით. მინდა ეს წარმატებული ისტორია განვაგრძო".
"რეალი" ჩემი ცხოვრების ახალი თავია. მსურს განვვითარდე, როგორც პირადი, ისევე პროფესიონალური თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ გადმოვედი მადრიდში", - ციტირებს ალაბას სიტყვებს Bild.
გასულ სეზონში 28 წლის ავსტრიელმა "ბაიერნის" მაისურით 43 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
Transfermarkt-ის ვერსიით, "ბლანკოსის" ახალწვეულის სატრანსფერო ფასი 55 მილიონ ევროს შეადგენს. "რეალთან" მან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.