"მადრიდში ელოდებიან", - ბენზემა რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ფორვარდ კილიან მბაპეს მადრიდულ კლუბში შესაძლო გადასვლაზე განცხადება გააკეთა.
"ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, "რეალში" მბაპეს ელოდებიან. ყველა თვისება აქვს იმისათვის, რათა ერთხელაც ამ კლუბის ფეხბურთელი გახდეს", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს Marca.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, "ბლანკოსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "პარი სენ ჟერმენის" 22 წლის სუპერვარსკვლავის გადაბირებას ეცდება.
2020/21 წლების სეზონში კილიანმა პარიზელთა მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მოქმედი ხელშეკრულების ვადა მბაპეს "პსჟ"-სთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება.