ავტორიზაცია

აგუეროს პირველი განცხადება ბარსელონაში გადასვლის შემდეგ

აგუეროს პირველი განცხადება ბარსელონაში გადასვლის შემდეგ
თარიღი 31 May 2021, 21:18

"ბარსელონას" ახალწვეულმა, სერხიო აგუერომ კატალონიურ გრანდში გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

მოგეხსენებათ, 32 წლის არგენტინელი თავდამსხმელი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "მანჩესტერ სიტიდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

"ბარსელონა" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ვფიქრობ, აქ გადმოსვლით კარგი გადაწყვეტილება მივიღე. იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარები. ჩემი კარიერისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია".

"ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა გუნდს ტიტულების მოგებაში დავეხმარო. თამაში და ბიჭების დახმარება მსურს. თუ წარმატებებს მივაღწევთ, ბედნიერი ვიქნები. ძალებს არ დავზოგავ. ვიმედოვნებ, გულშემატკივრები ჩემი თამაშით სიამოვნებას მიიღებენ", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

არგენტინელი "ბარსას" ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება, კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის.

2020/21 წლების სეზონში აგუერომ პრემიერ ლიგაში "მანჩესტერ სიტის" მაისურით 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

როგორ დასრულდა არგენტინის ნაკრების ბოლო 20 მატჩი, რომელშიც სასტარტოში მესიც იყო და აგუეროც?