როგორ დასრულდა არგენტინის ნაკრების ბოლო 20 მატჩი, რომელშიც სასტარტოში მესიც იყო და აგუეროც?
როგორც იცით, „ბარსელონამ“ არგენტინელი შემტევის, სერხიო აგუეროს უფასო ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ლეო მესი და აგუერო კარგი მეგობრები არიან, მაგრამ ამავდროულად საფეხბურთო მოედანზეც არაერთხელ უთამაშიათ ერთად.
WhoScored-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების ბოლო 20 მატჩში, რომელშიც სასტარტოში მესიც იყო და აგუეროც, გუნდმა შემდეგი შედეგები დააფიქსირა:
მოგება - 12, ფრე 5, მარცხი 3. რაც შეეხება ფეხბურთელების უშუალო შედეგიანობას, ამ 20 მატჩში მესიმ 12 გოლის გატანა მოახერხა, აგუერომ კი შვიდის.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ ორ ფეხბურთელს ერთად სასტარტო შემადგენლობაში მატჩი 2019 წლის ნოემბრის შემდეგ არ დაუწყიათ.
აგუერომ „ბარსასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.