ავტორიზაცია

ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, აგუერომ მესის მომავალზე განცხადება გააკეთა

ბარსელონაში გადასვლის შემდეგ, აგუერომ მესის მომავალზე განცხადება გააკეთა
თარიღი 31 მაი 2021, 22:24

"ბარსელონას" ახალწვეულმა, სერხიო აგუერომ კატალონიურ გრანდში ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

"დიახ, ვფიქრობ, მომავალ სეზონში ლეო მესი "ბარსელონაში" იასპარეზებს", - აცხადებს არგენტინელი ფორვარდი.

"იმედი მაქვს, "ბარსაში" ლეოსთან ერთად ვითამაშებ... მას კარგად ვიცნობ, შესანიშნავი მეგობრები ვართ", - ციტირებს აგუეროს სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

მესის "ბარსასთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურება. მხარეები ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.

მოგეხსენებათ, აგუერო კატალონიურ გრანდს უკვე ოფიციალურად შეუერთდა. 32 წლის ფორვარდი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2023 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

აგუეროს პირველი განცხადება ბარსელონაში გადასვლის შემდეგ