ავტორიზაცია

ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია

ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია
თარიღი 01 Jun 2021, 10:57

როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, 2 ივნისს, ჩვენი დროით 22:45 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთს დაუპირისპირდება.

ვლახები "ჯვაროსნებისთვის" არიან ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგეები. ამაზე მეტყველებს ურთიერთშეხვედრების ისტორია.

თავად განსაჯეთ - განვლილ ხუთ მატჩში ჩვენმა ნაკრებმა "ყვითლებთან" მოიპოვა მხოლოდ ერთი ფრე, ოთხი თამაში კი წააგო.

ის ერთადერთი ფრე ფიქსირდება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, სხვათაშორის სტუმრად. სრული სტატისტიკა ასეთია:

04/02/2000 - ამხანაგური მატჩი - რუმინეთი-საქართველო 1:1 (პენ: 5:3)

28/03/2001 - 2002 წლის მუნდიალის შესარჩევი - საქართველო-რუმინეთი 0:2

06/10/2001 - 2002 წლის მუნდიალის შესარჩევი - რუმინეთი-საქართველო 1:1

19/11/2008 - ამხანაგური მატჩი - რუმინეთი-საქართველო 2:1

03/06/2016 - ამხანაგური მატჩი - რუმინეთი-საქართველო 5:1

კობიაშვილი: "არ მომწონს ის დამოკიდებულება, რაც საქართველოში მსაჯების მიმართ არსებობს"

"საქართველოს ნაკრებში გამართული თითოეული მატჩი მეტოქის მიუხედავად საამაყოა", - გვილია