ავტორიზაცია

VIDEO: პირად მწვრთნელთან ერთად - გიორგი ჩაკვეტაძე დინამოს ბაზაზე ემზადება

თარიღი 01 ივნ 2021, 14:04

"გენტის" ოფიციალურმა ინსტაგრამ გვერდმა დაადასტურა, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ვარჯიში განაახლა, თუმცა არა ბელგიაში, არამედ სამშობლოში, თბილისის "დინამოს" ბაზაზე.

აღსანიშნავია, რომ ქართველ შემტევ ნახევარმცვლეს თან ჩამოყვა "ლურჯების" ფიზიკური მომზადების მწვრთნელი, იური გურკინკი.

წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა ფლეიმეიქერის ვარჯიშის რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი წელია, რაც "გენტის" ათიანი მკურნალობს მუხლის ტრავმას, თუმცა მოედანზე სრულფასოვნად და დიდი ხნით დაბრუნებას ის ამ დრომდე ვერ ახერხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შევძლებთ 21-წლის ჰავბეკის მოედანზე ხილვას.

ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია

კობიაშვილმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე კომენტარი გააკეთა