ავტორიზაცია

მთავარი სამიზნე პოჩეტინო იყო! ცნობილია მიზეზი, რომლის გამოც რეალმა არგენტინელის მოყვანაზე უარი თქვა

მთავარი სამიზნე პოჩეტინო იყო! ცნობილია მიზეზი, რომლის გამოც რეალმა არგენტინელის მოყვანაზე უარი თქვა
თარიღი 01 Jun 2021, 19:06

ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ, მადრიდის „რეალისთვის“ პრიორიტეტული ვარიანტი მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნა იყო.

როგორც იცით, არგენტინელი 2019 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრამდე უმუშევარი იყო და მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა „პსჟ-ს“ მთავარ მწვრთნელად.

თუმცა, თუ პრესას დავუჯერებთ, პოჩეტინოს გუნდის სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან მთლად საამაყო ურთიერთობა არ ჩამოუყალიბდა და ამის გამო, პარიზის დატოვებაზე დაფიქრდა.

„რეალი“ პოჩეტინოს ვარიანტს აქტიურად განიხილავდა და მზად იყო, მის თაობაზე „პსჟ-ს“ დაკავშირებოდა, თუმცა საბოლოოდ ამაზე უარის თქმა გადაწყვიტა.

ამ უარის თქმის მიზეზი კი ის გახდა, რომ ესპანური Carrusel-ის ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა კილიან მბაპეს მომავალი ტრანსფერის წინ, „პსჟ-სთან“ კარგი ურთიერთობის შენარჩუნება ამჯობინა.

შეგახსენებთ, რომ ყველა ავტორიტეტული (ესპანური და არამარტო) გამოცემის ინფორმაციით, დღეს, „რეალი" კარლო ანჩელოტის დაბრუნებას ოფიციალურად დაადასტურებს.
 

გადაწყვეტილია! მადრიდის რეალი ახალ მთავარ მწვრთნელს დღეს დაადასტურებს