"საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის დიდი სიხარულია" - რუმინელთა მწვრთნელი მატჩის წინ
რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ საქართველოსთან მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის დიდი სიხარულია, რადგან ამ შეხვედრაში სტადიონზე გულშემატკივარი ბრუნდება. ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ ერთად ვიგებთ, ერთად ვმარცხდებით და ერთი გუნდი ვართ, ასეთ მომენტში კი ქომაგი ძალიან მნიშვნელოვანია.
სავარჯიშო პროცესებში პრობლემები გვქონდა, მარტო ამ მატჩისთვის 6 მოთამაშე გამოგვაკლდა. მიუხედავად ტრავმირებულებისა, ამ შემადგენლობითაც ვეცდებით, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ," - განაცხადა მირელ რადოიმ.
შეგახსენებთ, რომ 1.5-წლიანი პაუზის შემდეგ რუმინეთის ნაკრების მატჩებსაც უბრუნდება გულშემატკივარი, ამისთვის კი საჭირო იქნება ქომაგს ან კორონავირუსის აცრის დოკუმენტი ჰქონდეს, ან PCR ტესტის პასუხი მატჩამდე 72 საათით ადრე გაკეთებულის.
რუმინეთისა და საქართველოს მატჩი 2 ივნისს გაიმართება და 22:45 საათზე დაიწყება.
ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია
VIDEO: გავიხსენოთ წიტაიშვილის ულამაზესი გოლი მუნდიალის ფინალში - ახალი ძალა ჩვენს ნაკრებში!