ავტორიზაცია

ლივერპული შეტევის გაძლიერების გზას ეძებს

ლივერპული შეტევის გაძლიერების გზას ეძებს
თარიღი 02 ივნ 2021, 15:29

"ლივერპული" ინტერესდება "ლიდს იუნაიტედის" შემტევით, რაფინია დიასით, რომლის სანაცვლოდ 37 მილიონ ევროს იხდის.

The Athletic-ის ცნობით, მერსისაიდელები ბრაზილიელ ვინგერს განიხილავენ როგორც ფეხბურთელს როტაციისთვის, თუმცა ძირითადში მოხვედრის პოტენციალით.

თავად "თეთრების" გარემარბი არ არის "სქაუზერებში" გადასვლის წინააღმდეგი, თუმცა კლუბი მისი მარტივად დათმობას არ აპირებს.

იორკშირელები 24-წლის ფლანგელის სანაცვლოდ ითხოვენ მინიმუმ 50 მილიონ ევროს, რაც "წითლებისთვის" პრობლემას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, სამხრეთ ამერიკელი შემტევი "ფარშევანგებში" თამაშობს 2020 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

ბარსელონამ ლივერპულს კოუტინიოს დაბრუნება შესთავაზა - მერსისაიდელთა პასუხი ცნობილია

"ის და კვარაცხელია საოცნებო დუეტს შექმნიან", - ბრიტანული პრესა კვლავ ხვიჩას შესახებ წერს