ავტორიზაცია

საკი: "რეალს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს"

საკი: "რეალს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს"
თარიღი 02 ივნ 2021, 15:48

"მილანის" ლეგენდარულმა ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ მადრიდის "რეალში" კარლო ანჩელოტის დაბრუნების შესახებ ისაუბრა:

"ანჩელოტი არის საოცარი გამოცდილების მქონე მწვრთნელი, რომელმაც რეალს ლა დეციმა მოაგებინა, მაშინ, როდესაც ეს უკვე შეუძლებელი ჩანდა.

მას ჯერ კიდევ შეუძლია წარმატების მიღწევა და კარლოს სახით მადრიდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი მივიდა.

მასსა და ზიდანს შორის არსებობს მსგავსება, თანაც ზიზუმ ანჩელოტის ფუნდამენტზე აშენებული გუნდით უამრავი ტიტული მოიგო".

შეგახსენებთ, იტალიელი ტაქტიკოსი "სამეფო კლუბში" მუშაობდა 2013-2015 წლებში, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი კი 2014 წლით ფიქსირდება.

ნაბიჯი წარსულში და ამავდროულად, უკან - რატომ არის ანჩელოტის რეალში დაბრუნება მადრიდული გუნდის დიდი შეცდომა?

ევერტონი ანჩელოტის ერთ-ერთ შემცვლელად სტივენ ჯერარდს მოიაზრებს - არა, არ მოგეჩვენათ