ავტორიზაცია

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - დემბელე ბარსელონადან წასვლას არ გამორიცხავს

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - დემბელე ბარსელონადან წასვლას არ გამორიცხავს
თარიღი 02 ივნ 2021, 19:57

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, უსმან დემბელემ განაცხადა, რომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

24 წლის ფრანგს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" 12 თვეში ეწურება.

"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. "ბარსას" ხელმძღვანელობას შევხვდებით. გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ მაქვს, არ ვჩქარობ. ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვფიქრობ", - ციტირებს დემბელეს სიტყვებს L'Equipe.

შეგახსენებთ, "ბარსამ" დემბელე 2017 წლის ზაფხულში "დორტმუნდიდან" 135 მილიონ ევროდ იყიდა.

გასულ სეზონში უსმანმა ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ვთამაშობდი", - დემბელემ საყვარელი მწვრთნელი დაასახელა