ავტორიზაცია

ანჩელოტი რეალიდან რამოსის შესაძლო წასვლას ეხმაურება

ანჩელოტი რეალიდან რამოსის შესაძლო წასვლას ეხმაურება
თარიღი 02 ივნ 2021, 21:14

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ გუნდის კაპიტანი, სერხიო რამოსის ჭირდება.

მოგეხსენებათ, 35 წლის ესპანელსა და მადრიდულ გრანდს შორის მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.

"სერხიო რამოსი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიცი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ დეტალები არ ვიცი. ასე რომ, ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუმცა, "რეალის" ხელმძღვანელობასთან მის მომავალს განვიხილავ", - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.

რამოსი "რეალში" 2005 წლიდან ირიცხება. 2020/21 წლების სეზონში გამოცდილმა მცველმა გუნდის რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, რამოსს 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს და ამისათვის მზად არის ხელფასის 10 პროცენტით შემცირებას დათანხმდეს.

პრემიერ ლიგის გრანდი სერხიო რამოსს ორწლიან კონტრაქტს უმზადებს - ტრანსფერი შეუძლებელი სულაც არ არის