ავტორიზაცია

ანჩელოტიმ რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე, აგრეთვე აზარისა და ბეილის მომავალზე ისაუბრა

ანჩელოტიმ რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზე, აგრეთვე აზარისა და ბეილის მომავალზე ისაუბრა
თარიღი 02 ივნ 2021, 21:41

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ "იუვენტუსის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან ესპანურ კლუბში შესაძლო დაბრუნებაზე არ უსაუბრია.

"კრიშტიანუსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, იგი ნამდვილად მიყვარს. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. "იუვენტუსთან" კონტრაქტი აქვს გაფორმებული", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.

აგრეთვე, ანჩელოტიმ ედენ აზარისა და გარეტ ბეილის მომავალზეც გააკეთა კომენტარი.

"ედენი ტოპ ფეხბურთელია. ყველამ იცის, თუ რამდენად მაღალი დონისაა. აზარსა და ბეილს შეუძლიათ ძალიან დაგვეხმარონ", - დაამატა ანჩელოტიმ.

მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტი "რეალში" 2013 წლიდან 2015 წლამდე უკვე მუშაობდა. მადრიდელებმა მისი ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ესპანეთის თასი და უეფას სუპერთასი მოიგეს.

ანჩელოტი რეალიდან რამოსის შესაძლო წასვლას ეხმაურება