ავტორიზაცია

საშინელება ინგლისის ნაკრებისთვის - ევრომდე 8 დღით ადრე, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ტრავმა მიიღო

საშინელება ინგლისის ნაკრებისთვის - ევრომდე 8 დღით ადრე, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ტრავმა მიიღო
თარიღი 03 ივნ 2021, 01:23

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 8 დღით ადრე, ამხანაგურ მატჩში ინგლისს მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა.

ავსტრიასთან მატჩში დაზიანება „სამი ლომის“ მარჯვენა მცველმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

ჯერჯერობით, მისი ტრავმის სიმძიმე ცნობილი არ არის, მაგრამ ფეხბურთელი განერვიულებული ჩანდა და მოედნიდან გასვლაში დახმარებაც კი დასჭირდა.

არნოლდის ევროპაზე წაყვანა/არწაყვანის საკითხი ბოლო დღეებში ძალიან აქტუალური იყო - თავიდან დაიწერა, რომ „ლივერპულის“ განაპირა მცველი გარეთ საუთგეიტის განაცხადში ვერ მოხვდებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე იქნა უარყოფილი და შემდეგ, თავად მწვრთნელმაც სისულელე და ჭორი უწოდა.

საბოლოოდ, ტრენტი ინგლისის ნაკრების განაცხადში მოხვდა, მაგრამ შესაძლოა, ევროპის ჩემპიონატზე მაინც ვერ ითამაშოს - ყველაფერს გამოკვლევა აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა ავსტრიას ამხანაგურ მატჩი 1:0, ბუკაიო საკას გოლით მოუგო.

ბენზემას პირველი მატჩი 5 წლის შემდეგ და გამარჯვება, ინგლისის მოგება, გერმანიის ფრე და დეპაის მიერ გადარჩენილი ჰოლანდია

"ამბობენ, რომ ტრენტი არ მომწონს. არ ვიცი, საიდან მოდის ეს ჭორები", - საუთგეიტმა გავრცლებული ინფორმაცია გააკრიტიკა