ავტორიზაცია

"არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთან აგდებულად ვითამაშეთ" - რუმინელი ნახევარმცველი

"არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთან აგდებულად ვითამაშეთ" - რუმინელი ნახევარმცველი
თარიღი 03 Jun 2021, 01:37

ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოსთან(1-2) მარცხის შემდეგ რუმინეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაზვან მარინმა კომენტარი გააკეთა.

კალიარის შუახაზელმა 65-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, მისი დარტყმული კარის ჩარჩოშიც ვერ მოხვდა.

"იმედგაცრუებული ვარ მნიშვნელოვან მომენტში პენალტის ვერ გამოყენებით, თუმცა ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ, ახლა ვეღარაფერს შევცვლით. 

ხვალ გავაანალიზებთ, რა მომენტებში დავუშვით შეცდომა. ცუდი დამოკიდებულება მეტოქისადმი? არა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგდებულად ვითამაშეთ, ეს ხომ ეროვნული ნაკრებია," - განაცხადა რაზვან მარინმა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

ახალი რეკორდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - კვარაცხელიას ფასი კვლავ გაიზარდა!

ქვილითაია და დაუშვილი ერთად - ქართველები ქეცბაიას კონკურენტ გუნდში მიდიან