ავტორიზაცია

ქვილითაია და დაუშვილი ერთად - ქართველები ქეცბაიას კონკურენტ გუნდში მიდიან

ქვილითაია და დაუშვილი ერთად - ქართველები ქეცბაიას კონკურენტ გუნდში მიდიან
თარიღი 02 ივნ 2021, 15:02

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი ახალ სეზონს კვიპროსის ჩემპიონატში დაიწყებენ, თუმცა დიდი ალბათობით ეს არა ანორთოსისი, სხვა კლუბი იქნება.

ამის შესახებ კვიპროსული გამოცემები იუწყებიან და წერენ, რომ ორივე ფეხბურთელი ანორთოსისის კონკურენტ გუნდ აპოელში გადასვლასთან ახლოს არიან.

აპოელი ქვილითაიას სანაცვლოდ ბელგიურ გენტს 500,000 ევროს უხდის და დიდი ალბათობით, ტრანსფერი მალე დაიხურება. რაც შეეხება მურთაზ დაუშვილს, მას დედაქალაქელები უკეთეს კონტრაქტს სთავაზობენ და ანორთოსისს აპოელის ვალი აქვს 80,000 ევროს ოდენობის კოსტაკის არტიმატასის ტრანსფერის პერიოდიდან მოყოლებული, რასაც აპოელი სათავისოდ გამოიყენებს.

2020/2021 წლის სეზონში გიორგი ქვილითაიაც და მურთაზ დაუშვილიც ანორთოსისის საკვანძო ფეხბურთელები იყვნენ.

ყველაფერი შეთანხმებულია! - კვიპროსული პრესა ოქრიაშვილის ახალ გუნდს ასახელებს

"მითხრა, გპირდებიო!" - რა საუბარი შედგა ოქრიაშვილსა და ანორთოსისის პრეზიდენტს შორის?