ავტორიზაცია

ყველაფერი შეთანხმებულია! - კვიპროსული პრესა ოქრიაშვილის ახალ გუნდს ასახელებს

ყველაფერი შეთანხმებულია! - კვიპროსული პრესა ოქრიაშვილის ახალ გუნდს ასახელებს
თარიღი 02 ივნ 2021, 10:57

ფამაგუსტას "ანორთოსისის" შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილის სახელს უკავშირებდნენ "პანათინაიკოსს", თუმცა როგორც ჩანს ის კვლავ კვიპროსში დარჩება.

Goal.philenews-ის ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი კარიერას გააგრძელებს ნიქოზიას "ომონიაში", რომელთანაც მას წინასწარი შეთანხმება უკვე აქვს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი "მწვანეებთან" გააფორმებს ორწლიან ხელშეკრულებას, მისი ხელფასი კი წელიწადში 300 000 ევრო იქნება.

თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ჯვაროსნების" ათიანის "სამყურებში" ტრანსფერი ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.

როგორც ცნობილია, 29-წლის წინახაზელს კარიერის გაგრძელება სურდა კვიპროსის ფარგლებს გარეთ, თუმცა ყველაზე ოპტიმალური წინადადება მას ჰენინგ ბერგის გუნდიდან მოუვიდა.

ოქრიაშვილი თემურ ქეცბაიას გუნდში ირიცხება 2019 წლიდან და ამ დროის განმავლობაში მან ჩაატარა 35 შეხვედრა და გაიტანა 12 გოლი.

ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე - საქართველოსა და რუმინეთის ურთიერთშეხვედრების ისტორია

"მითხრა, გპირდებიო!" - რა საუბარი შედგა ოქრიაშვილსა და ანორთოსისის პრეზიდენტს შორის?