ავტორიზაცია

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ამაზე მეტი შეუძლია!" - სანიოლი მატჩის შემდეგ

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ამაზე მეტი შეუძლია!" - სანიოლი მატჩის შემდეგ
თარიღი 03 ივნ 2021, 01:44

საქართველოს ნაკრებმა ახალ მწვრთნელ ვილი სანიოლისთან ერთად პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჯვაროსნებმა რუმინეთი ამხანაგურ მატჩში 2-1 დაამარცხეს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ კომენტარი გააკეთა.

"პირველი ტაიმის ბოლოდან მოგვეცა შესაძლებლობა რიცხობრივი უპირატესობით გვეთამაშა, პირველ ტაიმში ნაჩვენები ფეხბურთით საშინლად უკმაყოფილო ვარ, თუმცა შესაძლოა ეს გადაღლილობის ბრალი იყო, ბიჭებს გრძელი სეზონი ჰქონდათ.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს ამაზე მეტი შეუძლია, ეს ესპანეთის წინააღმდეგაც დავამტკიცეთ! თუ გვინდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქულები დავაგროვოთ, უკეთ მოქმედება გვმართებს. 

არ ვფიქრობ, რომ რუმინეთი სუსტი გუნდია, უბრალოდ დაგვეხმარა ის მომენტი, როცა ისინი 10 კაცით დარჩნენ და გამოვიყენეთ უპირატესობა. ფეხბურთში ყოველთვის უკეთესი არ იგებს, შეიძლება დღეს ფრე სამართლიანი შედეგი იყო," - თქვა ვილი სანიოლმა მატჩის შემდეგ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 6 ივნისს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.

"არ ვფიქრობ, რომ საქართველოსთან აგდებულად ვითამაშეთ" - რუმინელი ნახევარმცველი

ახალი რეკორდი ქართული ფეხბურთის ისტორიაში - კვარაცხელიას ფასი კვლავ გაიზარდა!