ავტორიზაცია

რას წერენ რუმინელი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

რას წერენ რუმინელი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
თარიღი 03 ივნ 2021, 10:25

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

რუმინეთს კარგი პერიოდი არ უდგას და საქართველოსთან მარცხმა მათი გულშემატკივრები საერთოდ განაცვიფრა.

გთავაზობთ რამდენიმე რუმინელი გულშემატკივრის კრიტიკულ კომენტარს საქართველოსთან მარცხის შემდეგ.

"როგორც ჩანს, საქართველოს ნაკრები ჩვენზე ბევრად ძლიერი გამოდგა"

"რუმინეთის ნაკრები კი არა, კლუნების ნაკრებია"

"ჯერ სომხეთმა მოგვიგო, ახლა საქართველომ. საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი?"

"ისტორიაში პირველად სომხეთმაც მოგვიგო და საქართველომაც, ალბათ შემდეგი ლუქსემბურგი ან ფარერები იქნება"

"მწვრთნელი რა შუაშია? საქართველოს ნაკრებთან გვარდიოლაც ვერ მოიგებდა, რადგან ფეხბურთელები არ გვყავს"

კვლავ წონის პრობლემა საქართველოს ნაკრებში - გრიგალავას შემდეგ, კვერკველია

"დარწმუნებული ვარ, საქართველოს ამაზე მეტი შეუძლია!" - სანიოლი მატჩის შემდეგ